| |
გეცნობათ?!
დიახ, თვალი არ გატყუებთ. 90-იანების თბილისის მასთ-ჰევ
ქურთუკი ე.წ. პილოტკა კვლავ მოდაშია. დიზაინერბმა
2010-2011 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილ
ქურთუკებიდან, პილოტკას ყველაზე მეტი ყურადღება დაუთმეს.
მოდური ჩვენებებიდან გამომდინარე მისი ტარება შესაძლებელია
ნებისმიერ სამოსთან ერთად. იქნება ეს მოკლე შორტები, ერთი
ტონალობის ტყავის შარვლები, ვიწრო შარვლები, ტალღოვანი
კაბები თუ ფანქარი-ქვედაბოლოები.
საინტერესოა დაიბრუნებს თუ არა ის ძველ დიდებას, როცა თბილისში დიდი თუ
პატარა პილოტკაში გამოწყობილი დადიოდა და მისი ტარება კარგ
ტონად ითვლებოდა. |