| |
სახელოვან დიზაინერ კარლ ლაგერფელდს
იმდენად უყვარს Coca Cola Light, რომ დიდი სიხარულით
დათანხმდა ეზრუნა მის გარეგნულ მხარეზე. დიზაინერის მიერ
შექმნილი "მოდური ტარა" წარმოდგენილია სამი სხვადასხვა
დიზაინით, რომლებიც განკუთვნილია კონსერვატიული,
რომანტიული და საბედისწერო მანდილოსნებისთვის.
სარეკლამო კამპანიაშიც სამი სხვადასხვა ტიპის მოდელია შერჩეული:
კონსერვატიული კოკო როშას სახით, რომანტიკული ჰაიდი
მონტაგის სახით და საბედისწერო ლამაზმანი ჯენელ უილიამსის
სახით. როგორც მოსალოდნელი იყო ფოტოსესიის გადაღებაზე
თავად დიდმა მაესტრომ იზრუნა. ამიერიდან კარლ ლაგერფელდის
მიერ შექმნილი დიეტური კოკა კოლა არა მარტო გამაგრილებელი
სასმელია, არამედ მოდურიც. |