| |
ლივ ტაილერი
ახალ სეზონზეც აგრძელებს Givenchy-სთან
თანამშრომლობას. მსახიობი ბრენდის კოსმეტიკის სარეკლამო
კამპანიაში გადაიღეს. ფოტოები ფოტოგრაფ ვილი ვანდერპერიემ
გადაიღო.
ლივ ტაილერის უზადო ფაიფურის კანს სისხლისფერი წითელი პომადა უსვამს ხაზს,
ხოლო ცისფერი თვალები ბრინჯაოსფერი ჩრდილებით არის
შეფერილი, რომლებიც მიამიტი გამომეტყველებით გვარწმუნებენ
Givenchy-ის ახალი კოსმეტიკიდან რაიმე ნივთი ვიყიდოთ. |