| |
პამელა
ანდერსონმა გადაწყვიტა, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა
აკეთოს, მიატოვა სამსახიობო კარიერა და მთელი თავისი
ყურადღება ქალის გარდერობის სექსუალური ნაწილის
გამოშვებაზე გადაიტანა. პამელამ საკუთარი ძალები კომპანია
Secrets In Lace-სთან გააერთიანა და მათთვის
წინდების დიზაინი შეიმუშავა, მიიღო მონაწილეობა
მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმარებაში და რა თქმა უნდა
სარეკლამო კამპანიაში.
Secrets In Lace-ის წარმომადგენელმა განაცხადა:
ეს თანამშრომლობა იდეალურია. პამელა ანდერსონი
სექსუალობის განსახიერებაა, ასევე შეიძლება ითქვას მისი
დიზაინით შექმნილ წინდებზეც. მან იცის, როგორ გამოკვეთოს
თავისი ღირსება და ეს ხაზიც ამის დასტურია.
კოლექციას სახელწოდებაც შესაბამისი ეწოდა - Pamela Couture Collection. ის
100%-ით დამზადებულია ნეილონისგან. კოლექციაში შესულია
ხუთი მოდელი. ფოტოსესიაში მონაწილეობა თავად პამელამ მიიღო.
ბუნებრივი სექსუალურობისა და პროფესიონალური ფოტოშოპის
წყალობით ბალზაკის ასაკში მყოფი მსახიობი არაჩვეულებრივად
გამოიყურება. პამელას წინდები არც თუ ისე ძვირადღირებულია
- თითოეულ წყვილს 40 დოლარად შეიძენთ. |