The world is yours
სოფიას პრაქტიკული ჩანაწერები
1.
| |
ცოტა ხნის წინ facebook-ზე სტატიას გადავაწყდი, რომლის ავტორიც თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ ჩვენს სინამდვილეში მარტოხელა, მაგრამ წარმატებული ქალების რიცხვი ბოლო პერიოდში საგანგაშოდ გაიზარდა და რომ სტატისტიკურო კვლევების შედეგად უკვე 2016 წლისთვის, ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალ ნიშნულს მიაღწევს თუკი ასე გააგრძელეს ქალებმა საქმეო. გამეცინა, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და ვთვლი რომ არც ისე საგანგაშოდაა საქმე, თუ რატომ ამას ქვემოთ გავშლი...
უნდა ვაღიარო, რომ ვაკვირდები ჩემს გარშემო მართლაც ბლომად არიან მარტოხელა, ლამაზი და წარმატებული ქალები. არა, არა.. სიტყვა „მარტოხელა“ ყურს ჭრის, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ მათ თავისუფლება ურჩევნიათ ოჯახურ პასუხისმგებლობას.. (ახლა ქმარს ვაშლევინებ კიდე ნერვებსო – ერთმა ასეც მითხრა). რაც შემეხება მე, ვთვლი, რომ ნებისმიერი ქალისთვის აუცილებელია თვითრეალიზაცია, ეს იმას ნიშნავს რომ იგი უნდა მუშაობდეს, უნდა გააჩნდეს საკუთარი პროფესია, აკეთებდეს თუნდაც უმნიშვნელო მაგრამ მისთვის აუცილებელ საქმეს. შეიძლება კარიერაში მთები არ გადაადგილოს, სამაგიეროდ საკუთარი ნიშა უნდა ჰქონდეს, საიმისოდ რომ არ იქცეს მამაკაცის ე.წ “დამკვირვებლად” და “შინა-მოსამსახურედ”.შეიძლება ჩემი ეს სტატია ზოგიერთმა ცოტა ფემინისტურ გამოხტომად ჩამითვალოს, მაგრამ ჩაიკითხეთ ბოლომდე ეს გვერდი და მერე ვიკამათოთ..
|
 2.
| |
მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქალი არავის „საყოფაცხოვრებო დანამატად“ არ უნდა იქცეს, მას შემდეგ უფრო გამიმყარდა, როცა რაღაც პერიოდის ურთიერთობა მქონდა ადამიანთან რომელიც ცდილობდა ჩემთვის ყველაფრის უფლება და სურვილი წაერთმია (მუშაობის, საკუთარი თავის რწმენის და ა.შ) ოღონდ ამას აკეთებდა მოტივით “თუ გიყვარს ამ სიყვარულისთვის…” და ათასი ბლა ბლა ბლა). წარსულის მწარე გამოცდილებამ კი ერთ დასკვნამდე მიმიყვანა, რომელიც შესაძლოა ვიღაცისთვის სუბიექტურადადაც ჟღერდეს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა; “ძვირფასო ქალებო, ნუ გახდებით ზედმეტად დამოკიდებული ნურავიზე” ამ “დამოკიდებულებაში მხოლოდ მატერიალურად დამოკიდებულს არ ვგულისხმობ, ყველაზე ცუდი ემოციურად “დამოკიდებული” რომ ხარ ვინმეზე ის მდგომარეობაა.. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ ყველანი ხართ განუმეორებლები, ყველა თქვენგანში დევს დიდი პოტენციალი, ყველას გაგაჩნიათ უნიკალური პიროვნული შტრიხები, სხვადასხვა სახის დიდი თუ პატარა ნიჭი და ღმერთმა მხოლოდ სამზარეულოებში ან ბავშვის ეტლებთან მისამაგრებელ “სამშვენისად” არ შეგქმნათ..
სტატიების სერია „The world is yours“ ეძღვნება ყველა იმ ქალს, ვისაც რაღაცის ან “ვიღაცის” მიზეზით საკუთარი თავის რწმენა აქვს დაკარგული.. ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში და ცდილობს უბრალოდ ადგეს და საკუთარ ნაჭუჭში შეიკეტოს.. მე შევეცდები, ჩემი და არამარტო ჩემი პირადი გამოცდილება გაგიზიაროთ და მოგცეთ პრაქტიკული რჩევები თუ როგორ გავხდეთ უკეთესები, მომხიბვლელები და საუკეთესოები.. რათა დავიმსახუროთ პირველ რიგში საკუთარი თავის, მერე კი დანარჩენი სამყაროს აღტაცება. |
3.
| |
არსებობს რამოდენიმე საფეხური საიმისოდ რომ ქალმა საკუთარი თავის რწმენა აიმაღლოს
ცნობილი გამოთქმაა - “არ არსებობს ულამაზო ქალი, არსებობენ მეტნაკლებად თავმოყვარე და უთავმოყვარეო მანდილოსნები”.. მთელი ასი პროცენტით ვეთანხმები ამ აზრს! არ აქვს მნიშვნელობა ბუნებამ როგორი ფიგურით და სხეულის როგორი ფორმებით გადაჯილდოვათ, ყოველთვის შეგიძლიათ იპოვნოთ გზა საიმისოდ, რომ საკუთარი გარეგნობა დახვეწოთ, იყოთ ელეგანტურები, მომხიბვლელები და გარშემომყოფთა მხრიდან სიმპათია დაიმსახუროთ..
ნუ შეგშურდებათ ვინმეს ლამაზი სხეულის, თვალის ან თმის ფერის,.. ჩემი პირადი დაკვირვებით, (და არა მარტო ჩემი!) ლამაზი ქალების დიდი ნაწილი ვერ პოულობს ან ძალზე ძნელად პოულობს პირად ბედნიერებას.. მთავარია შინაგანად იყოთ ლაღები.. გაგაჩნდეთ დიდი სურვილი იმისა რომ გამუდმებით იცვლებოდეთ უკეთესობისკენ, როგორც სულიერად ისე ფიზიკურად..
იმისთვის რომ საკუთარ თავს მეტი პატივი სცეთ, აუცილებელია გაკმაყოფილებდეთ თქვენი გარეგნობა, გაგაჩნდეთ თქვენთვის საინტერესო საქმე და გყავდეთ ადამიანი (ან ადამიანები) ვისზეც ზრუნავთ ან იზრუნებთ და ვის გარეშეც პირველი ორი პუნქტი აზრს კარგავს..თუმცა მოდით მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით..
დავიწყებ რამოდენიმე პრაქტიკულ რჩევით, იმის შესახებ თუ როგორ უნდა შევძლოთ მოკლე ხანში დავხვეწოთ საკუთარი თავი და გარეგნობა.. დამიჯერეთ, საიმისოდ არ არის აუცილებელი საბანკო ანგარიშზე ასტრონომიული თანხა გედოთ, მთავარია მონდომება და სულ ცოტა ფანტაზიის უნარი.. |
4.
| |
2. სარკევ სარკევ..
ერთერთი პირველი ნაბიჯი, გარეგნული იერის და სხეულის ფორმების დახვეწაა.. უამრავი საფიქრალი გვაქვს ქალებს, მაგრამ ყველაზე ხშირად ჩემს გარშემო რა სახის საფიქრალსაც ვაფიქსირებ ეს ე.წ „დიეტომანიის“ პრობლემაა. რაღა დაგიმალოთ და ოდესღაც ეს საკითხი ჩემს ცხოვრებაშიც მწვავედ იდგა და გამუდმებით (თან ყოველ გაზაფხლზე ახალ-ახალი ძალებით) დავეძებდი გზას მის ერთხელ და სამუდამოდ გადასაჭრელად.. სამწუხაროდ სხვადასხვა სახის დიეტებით, მხოლოდ მოკლევადიან შედეგს ვღებულობდი და დიეტის დასრულების შემდეგ, ჩემი გულის გასახეთქად ზუსტად იგივე ან გაცილებით უფრო გაზრდილ პარამეტრებს ვუბრუნდებოდი გასროლილი ბუმერანგივით. პლუს ამას გაფუჭებული ნერვები.. შერყეული თვითშეფასება..
ამის პირდაპირ პროპორციულად - დაძაბული ურთიერთობები მეგობრებთან და გარშემომყოფებთან (როცა ვეღარც ერთ შარვალში ვეღარ ეკვეხები, აღარც მეგობრებთან ერთად სადმე წასვლის განწყობა გაქვს და აღარც აღარაფრის). თუმცა, მინდა გითხრათ რომ ჩვენი სურვილები, ძალზე დიდი ძალაა, რომელიც ენერგიად გარდაიქმნება და სადღაც ასტრალში გაგზავნის შედეგად, რაც უფრო ძლიერია ჩვენი „მინდა“ მით უფრო შთამბეჭდავად დალაგდება სიტუაცია ისე რომ ყველაფერი რაზეც ვოცნებობდით ჩვენი ცხოვრების გზაზე განლაგდება... მოკლედ, რამოდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ საბოლოოდ მივაგენი ამ პრობლემის გადაწყვეტის ხანგრძლივ მაგრამ ყველაზე ეფექტურ გზას…
|

6.
| |
ისტორიას თავიდან რომ მივყვეთ... სადღაც 12 წლის ასაკიდან დავიწყე ზედმეტი კილოგრამების აკრეფა, საწყის ეტაპზე მაინც და მაინცმძაფრად არ განმიცდია ეს მანამ, სანამ ჩემმა გაბარიტებმა საგანგაშო ციფრებს არ მიაღწია. ჰოდა, ერთ დღესაც რომ მივხვდი რომ ვეღარც ერთ შარვალში ვეღარ ვეკვეხები, გადავწყვიტე დამეწყო დიეტა.. თვითნებურად.. ვჭამდი მხოლოდ ვაშლს და მაწონს, ვსვამდი გადადუღებულ წყალს და უშაქრო ყავას..
ფაქტობრივად თავს ვიკლავდი შიმშილით და ერთ თვეში ისე დავიკელი ჩემ თავს თვითონ ვეღარ ვცნობდი სარკეში, თან ზაფხული იყო, კარგი რუჯი, მაგარი ფიგურა.. მოკლედ თავი ტოპ მოდელი მეგონა.. მაგრამ.. მაგრამ.. როგორც ჩანს ჩემი ორგანიზმი ფსიქოლოგიურად საერთოდ არ იყო მომზადებული ამგვარი “გამოცდისთვის” და ერთ დღესაც მეგობრის დაბადების დღეზე “ძალით გასინჯულ” ნამცხვრის ნაჭერს, ჩემი ამდენხნიანი შრომის წყალში ჩაყრა მოყვა.. ავიწყვიტე და მერე როგორ.. უზომოდ ბევრს ვჭამდი, ვერაფერზე ვეღარ ვეუბნებოდი ჩემს თავს უარს და შედეგად მივიღე ის რომ ჩემი ნაფერებ-ნალოლიავები ფიგურა მოკლე ხანში დიდ საჰარეო ბუშტს დაემსგავსა.. ამას პლიუს გარეგნული ცვლილებებიდან გამომდინარე დეპრესია და …
მოკლედ
რჩევა პირველი - არასოდეს დაიწყოთ დიეტა შესაბამისი ფსიქოლოგიური მომზადების გარეშე და არასოდეს, არასოდეს მიმართოთ კვების მკაცრად შეზღუდულ რეჟიმს!
დაიმახსოვრეთ, რომ გამუდმებული აკრძალვები რომელსაც დიეტაზე ყოფნის დროს თქვენს ტვინს “ურაპორტებთ” გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს თქვენივე ნერვულ სისტემას, რაც ჯაჭვური რეაქციის პრინციპით, საბოლოოდ ნულამდე დაიყვანს თქვენს თვითშეფასებას.. უამისოდ კი არაფერს აქვს აზრი! |
მეოთხე ნაწილი
მეორე ნაწილი
მესამე ნაწილი
მოამზადა: სოფია ბზეკალავამ
ზევით |