Style.com-ის 10 საუკეთესო კოლექცია
2011 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონი
1.
| |
ნელ-ნელა მოგვიახლოვდა ახალი მოდური სეზონი. გთავაზობთ Style.com-ის რჩეულ
2011/12 წლის შემოდგომა-ზამთრის საუკეთესო კოლექციების ტოპ
ათეულს. |
2.
| |
რამოდენიმე სეზონის განმავლობაში
ალექსანდრე ვანგი საკმაოდ ფუტურისტულ და ავანგარდულ
კოლეციას აჩვენებდა, რომელიც მოდის მიმდევრების და
კრიტიკოსების გემოვნებას დიდად ვერ აკმაყოფილებდა. თუმცა
ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად არის. ახალი სეზონის
კოლეციის ერთ კომპლექტში გაერთიანებულია სხვადასხვა ნათელი
სტილისტური დეტალი - კლასიკურ პალტოზე დუტის სახელოები,
მკაცრ პიჯაკებზე სპორტული დეტალები, ნაქსოვი ჯემპრები
გახსნილი ნაკერებით. ზუსტად ამ კონტრასტებზე იქნა აგებული
კოლეციის უნიკალური სტილი. |
3.
| |
ბალენსიაგას კოლეციაში წარმოდგენილი
ფორმები ერთი სიტყვით დასახასიათებელია როგორც მარტივი და
რთული. ყურადღებას იპყრობს დიდი ზომის ფაქტურული ქურთუკები
შეხამებული თხელი ქსოვილის პრინტებიან ქვედაბოლოებთან. |
4.
| |
60-იანების სილუეტები პლიუს
დეტალურად შერჩეული აქსესუარები. კოლეციაში
განსაკუთრებით საინტერესოა კაბები, რომლის რთული თარგი და
დეტალები მსუბუქ და ლაკონურ ფორმებს ქმნის. წარმოდგენილი
მაქმანები არაჩვეულებრივად შეერწყა კოლექციას. |
5.
| |
როგორც ყოველთვის ეს არის
მინიმალიზმი. თუმცა თითოეული ლუქი დატვირთულია
განსაკუთრებული დეტალებით: ტყავის ზოლები, ლამპასები
შარვლებზე, ლაკონური პალტოს ფაქტურა. თავად სხვადასხვა
ფერის ბეწვის შეხამება საკმაოდ თავშეკავებულად და
ელეგანტურად გამოიყურება. განსაკუთრებული ყურადღება
მიაქციეთ თუ როგორ არის სილუეტი აგებული ფერადი ბლოკებით. |
6.
| |
შეიძლება ითქვას, რომ მთლიანი
კოლექცია აგებულია ლაკონურ ფანქარ-ქვედაბოლოს ირგვლივ.
დიზაინერმა საკმაოდ საინტერესოდ შეათამაშა ფაქტურა, პრინტი
და ერთ კომპლეტში გარდერობის ნივთები უჩვეულოდ შეახამა,
სადაც მთავარი როლი ფანქარ-ქვედაბოლოს ერგო. |
7.
| |
Haider Ackermann-მა ჩვეული შავი და
ნაცრისფერი ტონალობები წითლითა და გაჯერებული ლურჯით
შეცვალა. მომავალ შემოდგომას იდეალურ ფორმებს და
საინტერესო ფერთა გამმას ფაქტურასთან შეთამაშება ავსებს. |
8.
| |
და კვლავ 60-იანების თემის
ინსპირაცია. კოლექციის ძირითადი მოტივი - მსხვილი კოპლების
და პრინტის თამაშია. |
9.
| |
მარნის კოლეცია დიდი ხნის
განმავლობაში აღიქმებოდა როგორც უცნაური სამოსი პლუს
არაჩვეულებრივი აქსესაურები. ახალ სეზონზე ყველაფერი
შეიცვალა. კოლეციას აქვს დასრულებული სახე, ხოლო ფერადი
ბეწვეული სრულყოფილებით მოგნუსხავს. |
10.
| |
დიზაინერები ერთხმად გადაეშვნენ
60-იანებში, ხოლო მიუ მიუმ გადაწყვიტა, რომ მას 40-იანები
უფრო აინტერესებს. ზუსტად ამ კონტრასტმა გამოარჩია Miu Miu
სხვა დანარჩენი კოლეციებისგან. განსაკუთრებული ყურადღება
მიაქციეთ აბრეშუმის კაბების შეხამებას პრინტიან ბეწვის
დეტალებთან, რომლის ფუნქციონალობა რჩება საიდუმლოდ, როგორც
სხვა დანარჩენები მიუ მიუსგან. |
11.
| |
ახალმა დიზაინერულმა ჯგუფმა
არაჩვეულებრივად მოახერხა რთული ამოცანის ამოხსნა -
შეენარჩუნებინათ Valentino-ს ტრადიციული ცნობადი სტილი და
გაეგრძელებინათ მოცემული სტილის განვითარება, რათა
თანამედროვეობიდან არ ყოფილიყვნენ ამოვარდნილები.
განსაკუთრებული აღფრთოვანება მოდის კრიტიკოსებში
მაქმანებმა გამოიწვია, რომელსაც ძალიან რთულია არ ქონდეს
პრეტენზიული და საზეიმო სახე. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი
რასაც ყურადღება უნდა მიქაციოთ, ნახეთ რა საინტერესოდ არის
შეხამებული კუბოკრული ქსოვილი პრინტებთან და როგორ არის
შერწყმული მსხვილ ფორმებთან ხმაურიანი პრინტები. |
ზევით
|