Style.com-ის აქსესუარების ტენდენციები
2011 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონი
1.
| |
ჩვენ უკვე
ვიხილეთ Style.com-ის რჩეული
2011/12 წლის შემოდგომა-ზამთრის საუკეთესო კოლექციების ტოპ
ათეული და აქტუალური ტენდენციების
ჩამონათვალი. დროა ვნახოთ Style.com-ის
მიერ დასხელებული ახალი სეზონის აქსესუარების ყველაზე აქტუალური
ტენდენციები. |
2.
| |
ამ ჯგუფში შედის აქსესუარები,
რომლებსაც აერთიანებთ სხვადასხვა ფერი და ფაქტურა. ასეთი
სტილის აქსესაურები უკეთესია ატაროთ ერთი ტონალობის
სამოსთან ანდა სადა კოსტიუმებთან. |
3.
| |
საკმაოდ თვალშისაცემი და სექსუალური
აქსესუარები. გასულ სეზონზე მათ ნელ-ნელა დაიწყეს ჩვენს
გარდერობში შემოპარვა, ხოლო ამ შემოდგომაზე
Fetishized აქსესუარების არჩევანი საკმაოდ გაიზარდა, ფორმებმა კი გაცილებით მეტი
სითამემე შეიძინა. ეს უკვე აღარ არის მინიშნება, არამედ ეს,
სტილის მკვეთრი განსაზღვრაა. |
4.
| |
ჩანთა-პორტფელი სიახლეს ნამდვილად
აღარ წარმოადგენს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ
უკვე მოძველდა. ახალ სეზონზეც გავაგრძელებთ ჩვენს
გარდერობში უკვე არსებული ჩანთა-პორტფელის ტარებას და
მოვახერხებთ კიდევ ერთის შეძენასაც - ფერადი ტყავის ანდა
კოლაჟის ეფექტით. |
5.
| |
დიახ, ბეწვეულის სიყვარული კვლავ
ჩვენთან რჩება. ამჯერად ის აქტიურად არის გამოყენებული
აქსესუარებში, დეკორის ელემენტების სახით. |
6.
| |
საკმაოდ საინტერესო ტენდენცია. ამ
სტილის ფეხსაცმელების ფორმა მშვენიერია და "ლოაფერების"
გამოყენებით შემოდგომის ჩაცმულობას აქტუალურობას მიანიჭებთ. |
7.
| |
რელიეფური ძირები, მასიური კაუჩუკის
პლატფორმები და ტანკეტკები, ცხვრის უხეში ბეწვი, უხეში
ტყავი - ეს ყველაფერი ზამთრის განწყობას ქმნის. ასეთი
აქსესაურები რამოდენიმე სტილს ადვილად მოერგება, ასე რომ Winter Gear
ეს ის ტენდენციაა,რომლის რეალიზებაც ჩვენს გარდერობში
აუცილებლად უნდა მმოვახდინოთ. |
ზევით
|