| |
Jean Paul Gaultier-მ 2012 წლის მაღალი მოდის კოლექცია აწ გარდაცვლილ ემი უაინჰაუზს მიუძღვნა.
დიზაინერის შთაგონების წყარო ეპატაჟური
მომღერლის ორიგინალური გარეგნობა და ჩაცმის სტილი იყო:
ქვედაბოლო–ფანქარი, დეკოლტე, მაღალი შინიონი, შავი ისრები
თვალებზე. მოდელები პოდიუმზე ემის სიმღერების თანხლებით,
მისი სიარულის ზუსტ იმიტაციას ახდენდნენ, თუმცა ამასთან
ერთად კოლექცია დიზაინერის კლასიკის გარეშე არ
წარმოდგენილა: ექსტრავაგანტური კორსეტები, ელეგანტური
ჟაკეტები და ტრენჩები რა თქმა უნდა გოტიეს ხელწერის
გავლენით.
ჩვენებამ საკმაოდ უცნაური და შეიძლება ითქვას, მისტიკური ატმოსფერო შექმნა
დარბაზში. თავად ბრეტ დიტომაც კი, რომელიც ჩვენებას
ესწრებოდა განაცხადა, რომ შოუმ დიდი ემოციები მოჰგვარა და
თავი ძლივს შეიკავა რათა არ ატირებულიყო. |