| |
თანამედროვეობის
ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან დიზაინერ კარლ ლაგერფელდს
როგორც ჩანს საკუთარი ბრენდი, შანელი და ფენდი
ეცოტავება, ამიტომ გადაწყვიტა ამჯერად
თაყვანისმცემლები საკუთარი სახელობის ხაზის გამოშვებით
გაეხარებინა. კოლექცია სახელწოდებით KARL მთლიანად მიეძღვნა
დიდ მაესტროს. ჩანთებზე და სამოსზე აღბეჭდილია კარლის
გამოსახულებები, დიზაინერი საკუთარ თავთან იღებს ინტერვიუს net-a-porter.com
–ზე, ხოლო სარეკლამო ვიდეოში დიჯეის პულტთან გვევლინება.
ახალი 2012 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციაში წარმოდგენილია ნატურალური
ტყავისგან შესრულებული სამოსი, მეტალიზირებული ქსოვილები,
ასევე გამოყენებულია პაიეტკები, ჯერსი, დენიმი და პოპლინი.
დიზაინერს არც ამ კოლექციაში გამორჩენია ფავორიტი
აქსესუარი – უთითებო ხელთათმანები და სეზონის აქტუალური
საყელოები. |