| |
გუშინ საღამოს
ნიუ–იორკში ფონდ amfAR–ის
ტრადიციული საქველმოქმედო საღამო ჩატარდა, რომლის
საქმიანობაც მიმართულია შიდსთან საბრძოლველად.
საღამოს წაყვანის პატივი სარა ჯესიკა პარკერს ერგო, რომელსაც სპეციუალურად ამ
მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის Oscar de la Renta–ს
ვარდისფერი კაბა ემოსა, ხოლო ფეხსაცმელი რაღა თქმა უნდა
მსახიობის საყვერელი Manolo Blahnik.
ვარსკვლავურ სტუმრებს შორის აღმოჩნდა ახალგაზრდა სტილის დამფუძნებელი ლეიტონ
მისტერი, რომელიც თავიდან ფეხებამდე Louis Vuitton–ის
შავ სამოსში იყო გამოწყობილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ
საღამოს მანდილოსნების უმრავლესობამ არჩევანი
Roberto Cavalli–ს კაბებზე შეაჩერეს, მათ
შორის ჯულიანა მურმა, სინდი კროუფორდმა და ლიზ ჰარლიმ. |