| |
ლონდონში Brit
Awards–ის ყოველწლიური დაჯილდოების
ცერემონია გაიმართა, რომელსაც დაესწრო რიანა, ადელი,
კაილი მინოუგი და შოუ–ბიზნესის სხვა ვარსკვლავები.
ბოლო დროს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ფონზე, შოუზე თბილი სიტყვებით
გაიხსენეს და სპეციალური კადრები მიუძღვნეს აწ გარდაცვლილ
უიტნი ჰიუსტონს, ასევე არ იქნა დავიწყებული ემი უაინჰაუზი.
ადელმა გააგრძელა თავისი ტრიუმფალური სვლა მსოფლიოს გარშემო; ის დასახელდა
წლის საუკეთესო მომღერლად და ასევე დაჯილდოვდა საუკეთესო
ალბომისთვის.
გამარჯვებულები:
საუკეთესო ბრიტანული ალბომი – ადელი
საუკეთესო ბრიტანელი მომღერალი – ადელი
საუკეთესო ბრიტანელი მომღერალი მამაკაცი – ედ შირანი
საუკეთესო უცხოელი მომღერალი – ბრუნო მარსი
საუკეთესო უცხოელი მომღერალი ქალი – რიანა
საუკეთესო ბრიტანული ჯგუფიი – Coldplay
საუკეთესო უცხოური ჯგუფი – Foo Fighters
კრიტიკოსების არჩევანი – ამილი სანდე
პრიზი "გამორჩეული მიღწევებისთვის" – Blur
წლის გარღვევა – ედ შირანი
საუკეთესო სინგლი – One Direction |