| |
კლატჩი ამ ქვეყნად მოვლინებას
პირველ რიგში უნდა უმადლოდეს საფულეს. თუ დროს არ
ჩავუღრმავდებით, როცა საფულეები ხარის ტყავის გამომშრალი
სათესლის პარკებისგან მზადებოდა და შევჩერდებით XVI-ზე,
მაშინ ჩვენ ვნახავთ კლატჩებს თითქმის იმ შესახედაობით, რა
შესახედაობაც დღეს აქვს. საფულეებს კერავდნენ ტყავისგან და
ქსოვილისგან, ალამაზებდნენ ნაქარგებით და ქვებით, ეჭირათ
ხელში. თუმცა იყენებდნენ მას მხოლოდ ფულის შესანახად.
მომდევნო სამი საუკუნის განმავლობაში საფულეები ზომაში იზრდებოდნენ. ფაშფაშა
ქვედაბოლოებზე ჯიბეების არარსებობა იძულებულს ხდიდა
საყვარელი ნივთები, წერილები და ყველანაირი წვრილმანი
საფულეში შეენახათ.ამდენას შეიცვალა და გაუმჯობესდა, რითაც
მისცა დასაბამი კლატჩის უახლოესი ნათესავის - კისეტის
შექმნას.
მე-ХХ საუკუნის დასაწყისში პატარა გამოსასვლელმა ჩანთებმა, სულ უფრო მეტი
პოპულრაობა მოიპოვა. ხოლო გარდამტეხი მოვლენა რამაც კლატჩი
ნამდვილ must have-ად აქცია, ვესტმიტრის ჰერცოგის
საჩუქარია, რომელმაც მადმუაზელ შანელს Cartier0ის
პატარა ჩანთა Vanity Case უსახსოვრა. კოკო ხშირად ჩნდებოდა
საზოგადოებაში Vanity Cas-ის ჩანთით, რამაც დაუყოვნებლივ
გამოიწვია მიმბაძველობის მთელი ტალღა.
დღეს კი კლატჩს უამრავი ქალბატონის გარდერობში შეხვდებით. "გამოსასვლელი"
აქსესუარიდან ის ნელ-ნელა ყოველდღიური მოხმარების ჩანთად
გადაიქცა. "ხელის ჩანთები" თითქმის ყველა წამყვანი
დიზაინერის კოლექიებში ნახავთ. ტყავის, ატლასის, ბარხატის,
აბრეშუმის, პრინტებით, სტრაზებით და კრისტალებით
დეკორირებული, ნებისმიერი ზომის და ნებისმიერი გემოვნების.
2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონი ამის ნათელი
მაგალითია. |