 |
|
|
როგორ შევნიღბოთ უძილობა და დაღლილობა |
| |

|
მნიშვნელობა არ აქვს უძილობის და
დაღლილობის მიზეზს: ახალი რომანი, გამოცდები, ყოფითი პრობლემები
ანდა უბრალოდ უძილობა დილით შედეგი ერთნაიარად არასასიამოვნოა -
დაღლილი სახის კანი, ჩაწითლებული თვალები და სასიცოცხლო ენერგიის
შესუსტება. |
|
| |

|
| |
პირველ რიგში გამოფხიზლებაში კონტრასტული
შხაპი დაგეხმარებათ. შემდგე 15-20 წუთით ვისვამთ დამატენიანებელ
ნიღაბს, უკეთესია ის რომელიც თვალების ირგვლივაც ისმევა. ნიღბის
ჩამობანის შემდეგ სახეს ყონულის კუბიკებით ვიწმენდთ, თუ კუბიკები
სამკურნალო ბალახებით ან ლიმონის წვენითაა დამზადებული უკეთესია და
სახისთვისაც არაჩვეულებრივ ეფექტს იძლევა. ყინულის კუბიკები სახის
კანის მატონიზირებელი და გამაჯანსაღებელია, ამასთან ავიწროებს
ფორებს.
მწვანე ან შავი ჩაი წმენდს აზროვენბას, ბუტერბროდის ნაცვლად უკეთესია
ჰერკულესის ფაფა მივირთვათ. |
|

|
| |
დამატენიანებელი საშუალებების შემდეგ,
ვისვამთ ტონალურს, რომელიც პუდრაში გადადის, სიშავე თვალების ქვეშ
დავფაროთ კონსილერით. წავისვათ ღია ელფერი პალიტრიდან (LAURA
MERCIER Shimmer Block) ზედა ტუჩის ზემოთ, წარბებქვეშ და
ნიკაპის წვერზე. კანის გასაცოცხლებლად რუჟის ნაცვლად შევარჩიოთ
პალიტრიდან ბრინჯაოსფერი. თვალებში ჩავიწვეთოთ Visin ანდა
სხვა ნებისმიერი თვალის დამამშვიდებელი და აუცილებლად თან
წავიღოთ.
ქვედა ქუთუთოს შიგნითა ნაწილში წავისვათ თეთრი ფანქარი. თეთრი ანეიტრალებს
თვალების სიწითლეს და დაღლილობას. თვალები გამოვყოთ ბუნებრივი
სადაფისფერი ჩრდილების მეშვეობით, ხოლო თვალის შიგნითა კუთხეებში
შედარებით ღია ფერის ჩრდილებს წავისვამთ. მზერის "გასახსნელად"
წამწამების ძირები გამოვყოთ მუქი ფერის ფანქრით, ხოლო თავად
წამწამებს ტუშის რამოდენიმე ფენის მეშვეობით. ტუჩებზე წავისვათ
ბუნებრივი მბზინავი პომადა. მაკიაჟიც მზადაა და უძილობის კვალიც
გამქრალია!
დღის განმავლობაში აუცილებელია ყავის ნაცვლად ცივი წყლის მიღება. არ
დაივიწყოთ Visin - ის ჩაწვეთებაც. სპრეი მინერალური თუ თერმული წყლით
დაგემხარებათ მთელი დღის განმავლობაში ტონუსის შენარჩუნებაში. |
|
|
| |
12
მარტი 2009
წყარო:
http://www.instyle.ge
ფოტოები: http://images.google.ru/
რუბრიკა: სილამაზე
ამობეჭდვა
იმეილზე გაგზავნა |
| |
|
|
|