 |
|
|
ძირითადი შემადგენლობა:
მარგალიტი |
|
ნატურალური მარგალიტი დიდი
ხანია რაც აღარ არის მხოლოდ მორთულობა, ძალიან ბევრი ცნობილი
ბრენდი თავიანთ პროდუქციაში მარგალიტის ფხვნილს იყენებს. ის
შეიცავს ამინომჟავების 22 სახეობას, 18 მიკროელემენტს, გლუკოზას,
რომელიც ჭიმავს სახის კანს, პროტეინებს და В და
D ვიტამინებს.
მას გააჩნია არაჩვეულებრივი უნარი ნივთიერებათა ცვლის პროცესების
დასარეგულირებლად, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ჭიმავს და
აახალგაზრდავებს.მატებს მას ჯანსაღ იერს.განახლების და შუქის
ამრეკვლავი თვისებების წყალობით მარგალიტი ხშირად გამოიყენება
ანტი-ასაკოვან კოსმეტიკაში, ასევე აჭრელებული სახის კანთან
საბრძოლველად. გააჩნია ბუნებრივი ფილტრაცია და ხელს უშლის მზის
მოკიდებას და უზრუნველყოფს მუდმივ გამათეთრებელ ეფექტს. |
|
|
|

|
|
CHANEL
Precision Gommage Microperle Eclat
დელიკატური გელისმაგვარი სტრუქტურა, არაჩვეულებრივად წმენდს
კანს. მარგალიტის მიკრონაწილაკების წყალობით უბრუნებს სახის კანს
გლუვ ზედაპირს და მატებს მას ჯანსაღ ბრწყინვალებას. წაისვით ნამიან
სახეზე წრიული მოძრაობებით, შემდეგ კი წყლით ჩამოიბანეთ. |
| |
|
 |
|
COMFORT ZONE
Аbsolute Pearl Light Concentrate
განკუთვნილია მკრთალი და დაღლილი სახის კანისთვის. მცენარეული ექსტრაქტები
უზრუნველყოფენ სახის კანის დარბილებას და ტონუსში მოყვანას, ხოლო
მარგალიტის ფხვნილი ხელს უწყობს გლუვი ზედაპირის წარმოქმნას.
კონცენტრანტს ასევე გააჩნია კანის გამათეთრებელი ეფექტი.
|
|
|
|
 |
|
ESTEE LAUDER
Re-Nutriv Lifting Eye Cream
გამოიყენება ნაოჭებთან საბრძოლველად და თვალების გარშემო სიშავის
აღმოსაფხვრელად. ESTEE LAUDER - ის ლაბორატორიაში შექმნილი:
Re-Nutriv Lifting Eye Cream - ი ატენიანებს თვალის ირგვლივ
მდებარე ნაზ კანს, მატებს სიმკვრივეს და ჭიმავს კონტურს. ხელს
უწყობს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს. ხოლო მარგალიტის
ექსტრაქტი ათეთრებს სიშავეს და უზრუნველყოფს თვალების ნათელ და
ახალგაზრდულ იერს. |
| |
|
 |
|
CARITA
Progressif Anti-Age Perle de Jeunesse Day Cream
ანტი -ასაკოვანი კრემი მომწიფებული კანისთვის. კვებავს და იცავს კანს
გარემოს ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედებისაგან. ანელებს დაბერების
პროცესს. გააჩნია ლიფტინგ ეფექტი. ხდის კანს ნაზს და ხავერდოვანს,
ხოლო სახის კონტურს ბევრად გამოხატულს. მატებს სახის კანს ჯანმრთელ
ბრწყინვალებას და ჯანსაღ იერს. |
| |
|
 |
|
DIZAO
პლაცენტარული ნიღაბი «Жемчуг»
პლაცენტარულ საფუძველზე დაფუძნებული ეს ნიღაბი, კანზე უძლიერეს
გავლენას ახდენს. გამოაქვს თავისუფალი რადიკალები, აუმჯობესებს
ნივთიერებათა ცვლას, იცავს და ამაგრებს, გააჩნია მატონიზირებელი და
ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტი. ათეთრებს პიგმენტურ ლაქებს და
სახის კანს ხდის ერთფეროვანს.
|
| |
|
 |
|
NIVEA
Pearl & Beauty Deodorant Roll-on
ბურთულიანი დეზოდორანტი დამზადებული მარგალიტის ექსტრაქტზე
შექმნილია სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის და გამოიყენება
ეპილაციის შემდგომ. ის არბილებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.
იცავს არასასიამოვნო სუნის წარმოქმნისგან. არ შეიცავს საღებავებს
და ალკოჰოლს. გააჩნია მსუბუქი, ოდნავ შესამჩნევი არომატი და
ზრუნავს კანის სილამაზეზე. |
| |
|
 |
MOLTOBENE B:OCE CS
Treatment
ნიღაბი შეღებილი თმისთვის. აღადგენს თმის დაზიანებულ ფოლეკულას,
კვებავს, არბილებს, დიდხანს უნარჩუნებს ფერს. შეიცავს კერატინს,
მცენარეულ ცილებს, აბრეშუმის პროტეინებს და მარგალიტის ესენციას.
უზრუნველყოფს სარკისებურ ბზინვარებას და ჰაეროვნებას, ხოლო მსხლის
სასიამოვნო არომატი ამაღლებს გუნება-განწყობილებას. |
| |
|
 |
|
MAKEUP FOR EVER
Diamond Eyeshadow
იდუმალ ციალს და განსაკუთრებულ მდგრადობას თვალის ჩრდილებს მატებს
მარგალიტის ფხვნილი. მისი მეშვეობით თვალები მიმზიდველი და
გამოხედვა ნათელი ხდება. კრემ-პუდრის მქონე სტრუქტურა ადვილად
ისმევა და ნაწილდება, რაც ხელს უწყობს ელფერის ინტენსივობის
დარეგულირებას. მშვენივრად ჩერდება მთელი დღის განმავლობაში და არ
ქუჩდება ქუთუთოების ნაოჭებში.
|
|
|
|
13 მაისი 2008
წყარო:
http://instyle.ge/
ფოტოები: http://www.elle.ru/
რუბრიკა: სილამაზე
ამობეჭდვა
იმეილზე გაგზავნა |
|
|