 |
|
როგორი არომატები
გვჭირდება ცივ სეზონზე |
|
 |
გცივათ,
ქურქში, თბილ ხელთათმანებსა და რბილბეწვიან ქუდში
ეხვევით და იფუთნებით? თქვენ "თბილი" არომატები
გესაჭიროებათ. |
|
|
|
|
ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ წლის ცხელ და ცივ
დროებში არომატებს სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ.
თანაც სიცივეში ჩვენი ყნოსვა რამდენადმე ქვეითდება.
ეს ნიშნავს, რომ კარგად მხოლოდ გაჯერებულ, მკვეთრ
არომატებს აღვიქვამთ. მსუბუქი, ნაზი სურნელი
გაზაფხულისა და ზაფხულისთვის შეინახეთ. არომატები,
რომელთა ძირითადი შემადგენელია ვარდი, წლის
ნებისმიერი დროისთვის მისაღებია.
ცივ სეზონზე "თბილი" კეთილსურნელება შეარჩიეთ სანელებლების, ვანილის,
კონიაკის, კარამელის, შოკოლადის, ეგზოტიკური ხილის
(მაგალითად ქოქოსის), მანდარინისა და ფორთოხლის
ნოტებით.
რჩევა: არომატი დიდხანს გაძლებს, თუ მაჯაზე ჯერ კრემს წაისვამთ, შემდეგ
სუნამოს იპკურებთ.
არომატი სამოსზე არ უნდა მოხვდეს. "ზამთრის" პარფიუმერიის ზოგიერთი
კომპონენტი მეტად გამძლეა. ამიტომ გარეცხვის
შემდეგ "არასაჭირო" სუნი ქსოვილზე ისევ რჩება.
საფრქვეველზე ერთხელ დაჭერაც საკმარისია, რათა კეთილსურნელებას ხანგრძილივი
დროით აფრქვევდეთ. ზომიერება დაიცავით.
ხელსახოცზე ან სავიზიტო ბარათზე არომატი აპკურეთ და ჩანთაში ჩაიდეთ.
სასიამოვნოა, როდესაც ჩანთიდანაც საუცხოო სურნელი
იფრქვევა.
სამოსი და ბეწვი სუნს ინდივიდუალობას ართმევს.
ძვირფასეულობა (განსაკუთრებით მარგალიტი) სუნამოს საერთოდ ვერ იტანს. |
|
|
|
|
|
|
|