| |
ლეგენდარულმა
ბრენდმა, რომელმაც წელს 40 წლის იუბილე იზეიმა, ლონდონის
მოდის კვირეულზე ახალი 2012 წლის კოლექციის წარდგენით,
დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა.
ამჯერად თქვენს ყურადღებას კოლექციაში წარმოდგენილ ჰაეროვან, გრძელ კაბებზე
გავამახვილებთ. მსუბუქად პლისირებული, გამჭვირვალე
ქსოვილის მაქსი კაბები გასული სეზონის მსგავსად არც
მომავალ სეზონზე დაკარგავს აქტუალობას. ფერთა
ტონალობებიდან Mulberry–მ ტრადიციულ მუქ გამასთან ერთად,
როგორც პასტელის ტონალობები, ასევე კაშკაშა ფერები
შემოგვთავაზა. ამ სტილის ქვედაბოლოებთან Mulberry–მ ასევე
გვირჩია დიდი ზომის ჩანთები და წინდებზე ნათელი ფერის ტანკეტკების
მორგება,. |