| |
პლანეტას ახალი მის
მსოფლიო ჰყავს, 22 წლის ვენესუელელი ივიან ლუნასოლ სარკოს
კოლმენარესი, რომელსაც ბავშვობაში მონაზონობა სურდა.
ივიანა 8 წლის ასაკში დაობლდა. მის აზღრდაზე ერთ–ერთი მონაზონი ზრუნავდა.
სარკოს კოლმენარესმა მიიღო უმაღლესი განათლება, დღეს ის
საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს, რომელიც ღარიბ
ბავშვებს ეხმარება.
სამწუხაროდ საქართველოს წარმომადგენელი – ჟანეტ კერდიკოშვილი პრიზის გარეშე
დარჩა.
ლონდონში გამართულ სილამაზის კონკურსზე 21 წლის ლამაზმანმა 122 კონკურსანტი
დაამარცხა, ცერემონიას 150 ქვეყანაში პირდაპირ ეთერში
მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალყურს. კონკურსის მეორე და
მესამე ადგილი პუერტო–რიკოსა და ფილიპინების ყველაზე ლამაზ
მანდილოსნებს ხვდა წილად. |