| |
British Fashion Awards–ის
ჯილდო მოდის სამყაროში გათანაბრებულია ოსკართან, ამიტომაც
არის რომ პრიზის მიღება თუ ცერემონიაზე დასწრება საკმაოდ
პრესტიჟულია.
წლევანდელი British Fashion Awards–ის ცერემონია
ტრადიციულად ლონდონში გაიმართა. წითელ ხალიჩაზე ცნობილმა
დიზაინერებმა გაიარეს, როგორებიც არიან სტელა მაკარტნი,
მარკ ჯეიკობსი, ალექსა ჩანგი, ვიქტორია ბექჰემი,
მოდელებიდან კეიტ მოსი, ჯორჯია მეი ჯაგერი და ჰოლივუდის
ვარსკვლავები.
პომპეზურ სასტუმროში ფეშენ–ინდუსტრიის მთავარი მოვლენის აღსანიშნავად
ვარსკვლავების დიდმა რაოდენობამ მოიყარა თავი. ალექსა
ჩანგი, რომელმაც უკვე მეორეჯერ მიიღი ყველაზე მოდური
გოგონას წოდება მეგობრების წრეში აქტიურად ერთობოდა. რაც
შეეხება ვიქტორია ბექჰემს, ის შედარებით მოკრძალებულად
იქცეოდა, თავს იქცევდა დიზინარებთან საუბარში, თუმცა მასაც
ქონდა სიხარულის მიზეზი. მას მიენიჭა პრიზი, როგორც "წლის
ბრენდი". გაუსწრო რა ისეთ ბრენდებს როგორებიცაა Tom
Ford და Burberry.
ასე, რომ რაც არ უნდა აკრიტიკონ კრიტიკოსებმა ვიქტორიას
ახალგამომცხვარი ბრენდი, მან სანუკვარი ჯილდო უკვე მიიღო,
და როგორც ჩანს არა საბოლოო. |