| |
ჯასტინ
ტიმბერლეიკი Givenchy–ისთან თანამშრომბლობას აგრძელებს.
უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, მომღერალი არაერთხელ
გამოჩნდა ბრენდის მამაკაცის თუ ქალის სუნამოების
რეკლამებში. ამჯერად ის Givenchy–ის სპორტული პარფიუმის Play Sport–ის
სარეკლამო სახედ მოგვევლინა.
რეკლამა ჯასტინის მონაწილეობით ამა წლის მარტში აიღებს სტარტს. თუმცა
პრომო–კამპანიის კადრები უკვე გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში,
სადაც ტიმბერლეიკი ჩვეულ, მაჩოს ამპლუაშია წარმოდგენილი.
თუ როგორი იქნება ახალი ტუალეტის წყალი, ჯერ კიდევ უცნობია. მისი შემქნელები
არ ჩქარობენ განახლებული სუნამოს შემადგენლობის გამხელას.
სხვათა შორის სუნამოების სპორტული ვერსიების გამოშვება
სხვა ბრენდებმაც გადაწყვიტეს: Giorgio Armani–ს
ხაზი გამდიდრდება პარფიუმ Code Sport–ით,
ხოლო დოლჩე და გაბანა The One Sport–ით.
|