| |
2011
წლის მარტში სოსიეტე ანონიმის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსში “ბი ნექსთ” (BE NEXT)-ის
გამარჯვებული დიზაინერი ლაშა მდინარაძე თბილისის მოდის
კვირეულზე საკუთარი ბრენდ "გუდუ"–თი წარსდგა. დიზაინერის
განცხადებით მას დაეზარა ფიქრი მაკიაჟზე, ვარცხნილობაზე,
ამიტომაც ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო და პრიალა
მუყაოს საშუალებით მოდელებს სახე და ფეხსაცმელები დაუფარა,
რამაც კოლექციას კოსმიური იერი შესძინა და პოდიუმზე
მონარნარე გოგონები არამიწიერ არსებებს დაამსგავსა. |