| |
თურქეთში
მოღვაწე ქართველი დიზაინიერი რამაზ შამანაური იგივე რამაზო
რომა წელს პირველად წარსდგა თბილისის რიგით მეხუთე მოდის
კვირეულზე. გამჭვირვალე, ფერადი და ჰაეროვანი კაბები
სპეციალურად უკრაინიდან ჩამოსულმა მოდელებმა მოირგეს,
რომლებმაც არც მკერდის მოშიშვლებაზე თქვეს უარი. ამ ფაქტმა
კი განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურა ძლიერი სქესის
წარმომადგენლებში, რომლებიც ძირითადად ჩვენებებზე
მოდელების სანახავად დადიან და არა კოლექციების
შესაფასებლად.
მიუხედავად იმის, რომ ჩვენებას ვიქტორია სეკრეტის გავლენა აშკარად ეტყობოდა,
ის თავისი ენერგიით ნამდვილად გამოირჩეოდა ყველა სხვა
კვირეულის ჩვენებებისგან და სავარაუდოდ დამსწრე
საზოგადოებასაც დიდხანს დაამახსოვრდება, არა მხოლოდ
ნახევრადშიშველი სხეულების გამო. |