ქართველები
როგორ შევხვდეთ 2012 წელს, დრაკონის წელიწადს!
პროგნოზი


 


1.

 

 შავი ფერის, წყლის სტიქიის დრაკონის წელიწადი დაიწყებს მბრძანებლობას ცის კაბადონზე 2012 წლის 23 იანვრიდან. დრაკონი – მითიური არსებაა, რომელიც დაკავშირებულია კარმასთან. აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია სწორედ დრაკონის წელიწადში მეტად კეთილი საქმეების კეთება, სხვათა პატიება და შერიგება. აჩუქეთ თქვენი სიყვარული სამყაროს, ადამიანებს – მაშინ სამყარო აუცილებლად დაგიბრუნებთ სიყვარულს და ბედნიერებას.

 წელიწადი აღსავსე იქნება მოვლენებით და იგი გამოცდებს მოუწყობს ზოდიაქოს ნიშნებს, შრომისუნარიანობასა და ამტანიანობაზე, აქტიურობაზე და შეუპოვრობაზე. ახალ წელს უნდა შევხვდეთ რაც შეიძლება მხიარულად, ადამიანთა დიდ ჯგუფთან ერთად, ხმაურთან და რითმულ მუსიკასთან, ცეკვასთან, სიურპრიზებთან, კონკურსებთან, იუმორთან ერთად.

 31 დეკემბრის დილასაც თუ კი დაიწყებთ ვარჯიშით, აერობიკით ან ცეკვით, ამით უკვე სასიკეთოდ ჩაერთვებით მომავალი წლის რითმში. მათ კი,  ვისაც მოუხდება რაიმე მიზეზით ამ დღესასწაულის განმარტოვებით შეხვედრა, გთხოვთ, რომ გული არ გაიტეხოთ: დამიჯერეთ, თქვენი მარტოობა მალე დასრულდება. ამიტომ აუცილებლად გაშალეთ საახალწლო სუფრა და მიირთვით ახალი ბედნიერი წლის სადღეგრძელო.  ახალი წლის დაწყებამდე, აზრობრივად მადლობა გადაუხადეთ წარმავალ კურდღელის წელიწადს და გაიხსენეთ, რაც შეიძლება მეტი პოზიტიური მოვლენა 2012 წლისა. იფიქრეთ კარგზე, სიკეთესა და სამართლიანობაზე.



2.

 

 2012 წლის მმართველი სტიქია – წყალია, ამიტომ საახალწლო სუფრაზე დიდი რაოდენობით უნდა იყოს წარმოდგენილი ზღვის პროდუქტები – თევზეული, მოლუსკები, ზღვის კომბოსტო, მიდიები, და ა.შ. რაც მეტად იქნება სუფრაზე წარმოდგენილი ჭურჭელი ან სასმისები თევზების ან სხვა, ზღვასთან და წყალთან დაკავშირებული სიუჟეტებით, მით უკეთესია. მეტად სასიკეთო ელფერს შეიძენს ხორცეული. სუფრაზე კარგი იქნება მწვანე ან ყვითელი ფერის სანთლების დალაგება და ანთება. კარგი იქნება, თუ სანთლების რაოდენობა იქნება 5. მათგან რამდენი იქნება მწვანე ან ყვითელი ფერის მნიშვნელობა არ აქვს. სანთელი აუცილებელია სუფრაზე, რადგან წყლის სტიქიასთან ერთად ცეცხლის სტიქია – დრაკონის საყვარელი და მმართველი სტიქიაა.

 მაგიდაზე საახალწლოდ აუცილებლად მოათავსეთ დრაკონის ფიგურა, უმჯობესია კერამიკისგან, ბროლისგან ან ხისგან დამზადებული.  ნაკლებად ლითონის დრაკონი.

 ძალიან კარგი იქნება ნებისმიერი კერძი გოგრისგან დამზადებული. სასიკეთო იქნება ასევე ჩინური კერძის დაგემოვნებაც. ყურადღების გარეშე არ დატოვოთ სასმელები. კაგრი იქნება თუ ბოთლები უჩვეულოდ იქნება გაფორმებული "აპლიკაციებით". დრაკონი მეტად კმაყოფილი იქნება თუ ხორცის კერძს დაასხამთ სპირტს და ცეცხლს წაუკიდებთ, ასეთი ცეცხლოვანი ფერი ყველაზე ძალიან მოუხდება დრაკონის წელიწადს. იგივე ფოკუსი შეიძლება განხორციელდეს ხილის კერძითაც. საკვები უხვად უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორც ბოსტნეული, ისე მრავალფეროვანი ხილი მათ შორის ეგზოტიკური, ასევე ნებისმიერი ხორცეული, თევზეული, ტკბილეული, ნამცხვრები, გოზინაყი და ა.შ. სასმელებითაც არ უნდა შევიზღუდოთ თავი, საახალწლოდ ნებისმიერ სახის სასმელი გამოდგება. კიდევ ერთი შტრიხი საახალწლო სუფრისა – უმჯობესია ხელსახოცი იყოს თეთრი ფერის.



3.

 

 განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ნაძვის ხეს. ნაძვის ხე წარმოადგენს ცოცხალ ხელს სიმეტრიული ფორმებით. დრაკონს მოსწონს ყველაფერი და სიმეტრიული. ნუ გადატვირთავთ ნაძვის ხეს სათამაშოებით. ფერების თვალსაზრისით პრიორიტეტი უმჯობესია მივცეთ 3 ფერს: თეთრს, ნარინჯისფერს (ოქროსფერს) და ვერცხლისფერს. ნაკლებად უნდა იყოს წარმოდგენილი ლურჯი,მწვანე და წითელი ფერები. თეთრი, ოქროსფერი და მწვანე ხელოვნური ნაძვის გამოყენებაც მისაღებია. კარგი იქნება და აუცილებელიც ნაძვის ხის გვერდით ჩიჩილაკის მოთავსებაც.

 შემოსასვლელი კარები შემოსეთ ნაძვის ტოტებით პერიმეტრის მიხედვით. გამოაბით ამ ტოტებს ბაბფთები, რომლებიც ყვითელ–მწვანე ფერისა იქნებიან რადგან დრაკონი ნებისმიერ საკვებს მიესალმება, ამიტომ საახალწლო სუფრასაც შეზღუდვები არ გააჩნია. მთავარია, რომ საკვები გაზავებული იყოს მრავალფეროვანი სანელებლებით, "ცეცხლოვანი" სპეციებით, კარდამონით, ნუშით, მიხაკით, წიწაკითა და ა.შ. მას უყვარს მცხარე საკვები, მათ შორის აჯიკა. საახალწლო სუფრა უნდა იყოს სავსე საკვებით და სასმელებით.

 ითვლება, რომ თუ სუფრის რომელიმე წევრს მოუნდება კერძის დამატება და ეს კერძი აღარ იქნება სუფრაზე, მაშინ ამ სუფრის მასპინძელს წლის განმავლობაში მუმდივად დააკლდება რაღაც.



4.

 

 ტანსაცმელში უმჯობესი ფერია შავი, რომელთანაც კომბინაცია შესაძლებელია მწვანე, ოქროსფერი, ყვითელი, ლურჯი, ნაცრისფერი, მცირეოდენი რაოდენობით წითელი ფერებისა, მათ შორის ამ ფერის აქსესუარების სახით.

 კარგი იქნება ძვირფასეული აქსესუარების და მინერალების მაქსიმალურად გამოყენება, ბრჭყვიალა ელემენტების გამოყენება ტანსაცმელში ან ვარცხნილობაში. ახალი წლის დღესასწაული გარკვეულ წილად ქმნის საჩუქრის შეძენის პრობლემას, ხშირად ადამიანებს უჭირთ შესაბამისი საჩუქრების არჩევა. დრაკონის წელიწადში ამ მხრივაც მეტად სასიკეთოა, რადგან საჩუქრებში წელს შეიძლება აბსოლუტურად ყველაფერი იქნას არჩეული. მაგალითად სურათი, ჭურჭელი, ჩაის, სკულპტურა, საათი, მობილური ტელეფონი, და ა.შ.

 ეცადეთ შეძლებისდაგვარად მაქსიმალური რაოდენობის ადამიანებს უძღვნათ რაიმე საჩუქარი, თუ არა გაქვთ საშუალება საჩუქრის გადაცემის, მაშინ გაუგზავნეთ ამ ადამიანს მისალოცი წერილი, ან ელექტრონული ფოსტით უსურვეთ ბედნიერება. რაც უფრო მეტ საჩუქარს გასცემთ ახალ წელს, მით უფრო მეტი სტაბილურად წარიმართება ფინანსური კუთხით ეს წელიწადი.


5.

 

 31 დეკემბერს ნუ გაიტანთ ნაგავს სახლიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები მოგეძალებათ ფინანსური თვალსაზრისით.

 ახალი წლის დადგომის წინ დაივიწყეთ ცუდი, წყენა, აპატიეთ ყველას, შინაგანად მოუტევეთ მათ.  5 წუთით ადრე ახალი წლის დადგომამდე კარგი იქნება, თუ მანდილოსნები რაიმე მოსასხამს მოისხამენ მხრებზე და ახალი წლის შემოსვლამდე რამდენიმე წამით ადრე სწრაფად მოიძრობენ ამ მოსასხამს და ამით ყოველივე ცუდს დაუტოვებენ წინა წელიწადს.
 
 ახალი წლის დადგომამდე შეიძლება სანთლის ანთება, შეიძლება ამის გარეშეც შინაგანად წარმოისახოთ რაიმე ოცნება, სურვილი, რომელიც გინდათ რომ ახდეს. შეიძლება ამ სურვილის ქაღალდზეც  დაწერა, შემოდგომ დაწვით იგი, ფერფლი ჩააგდეთ შამპანურით სავსე ჭიქაში, რაც ერთი–ორად გაამახვილებს თქვენი სურვილის ასრულების შესაძლებლობას.

 ახალ წელს ყოველთვის მოაქვს ახალი იმედები, ამიტომ მოახდინეთ თქვენი ძალების მობილიზება, რათა დღესასწაულმა ლამაზად და კარგად ჩაიაროს, რათა წელიწადმა მიიღოს ასეთივე ლამაზი და ბედნიერი იარსახე.

 ნუ დაგავიწყდებათ, რომ დრაკონი ის ცხოველია, რომელიც ჩუქნის ადამიანს სიმდიდრეს, კეთილშობილებას, ჰარმონიას და დღეგრძელობას.

ჟურნალი ჰოროსკოპი + რევიუ
მიხეილ ცაგარელი
 



 
 
ზევით


კატალოგი

ფეშენ ამბები

მოდური ტენდენციები

შემოგვიერთდით!

დაბალძირიანი ფეხსაცმელები

2011 შემოდგომა
  მომავალი სეზონის დაბალძირიანი ფეხსაცმელები

ახალი ბრენდი

მომავალი სეზონი
  შემოდგომის მოდური მაკიაჟი

მოდური ტენდენციები

მომავალი სეზონი
  ჟურნალ ელლეს რჩეული ტენდენციები

მოდური კლატჩები

მომავალი ტრენდები
  მომავალი სეზონის მოდური კლატჩები

სამკაულები

მესამე ნაწილი
  მომავალი შემოდგომის სამკაულები

აქტუალური ტრენდი

მომავალი სეზონი
  ეგზოტიკური ტყავის ფეხსაცმელები

ნივთის პორტრეტი

ნივთის პორტრეტი
  კლატჩი-ისტორია ოთხი კუთხით

აქტუალური ფერები

Pantone-ის ვერსია
 2011/12 წლის შემოდგომა-ზამთრის აქტუალური ფერები

26 დეკემბერი  2011
წყარო:
http://www.instyle.ge
ფოტოები:
http://www.nitrolicious.com
რუბრიკა:  
მოდა/Fashion ამბები
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა     

       უკან

სიახლეები
instyle.ge - ს
 სიახლეები

გამოსასვლელი კაბები
 კაბები
დიზაინერებისგან

ინტერნეტ მაღაზია
შეიძინეთ ნებისმიერი ნივთი სახლიდან გაუსვლელად

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

 

სამკაულები

მესამე ნაწილი
  მომავალი შემოდგომის სამკაულები
მოდა/სამკაულები
 

Dsquared2

შემოდგომა-ზამთარი
  Dsquared2-ის მოდური ფეხსაცმელები
მოდა/ფეხსაცმელები
 
             
 

2 ნაწილი

მეორე ნაწილი
  აქტუალური ჩანთები პოდიუმიდან
მოდა/ჩანთები
 

მამაკაცის მოდა

მამაკაცის მოდა
  Burberry Prorsum-ის ახალგაზრდა მოდის მიმდევრები
მამაკაცი
 
             
 

მომავალი შემოდგომა

მომავალი შემოდგომა
 pre-fall 2012 პირველი კოლექციები
მოდა
 

ქუჩის მოდა

ქუჩის მოდა
  ევროპელების დეკემბრის ლუქები
მოდა/ქუჩის მოდა
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

მოდური ჩანთები
 ჩანთები
დიზაინერებისგან

ტრენდული ფეხსაცმელები
  ფეხსაცმელები დიზაინერებისგან

facebook
 INSTYLE.ge
ფეისბუქზე

კატალოი

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ