| |
იტალიური დუეტი
დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა მამაკაცის სილამაზის და
მოდის ექსპერტები არიან. ალბათ ამიტომაც არის, რომ დოლჩე&გაბანას
სარეკლამო კამპანიების ხილვა ყოველთვის სასიამოვნოა.
2011/12 წლის შემოდგომა-ზამთრის მამაკაცის კოლექციაში ნახავთ როგორც ქეჟუალის
სტილის სამოსს, ასევე საქმიან კოსტიუმებს. ფერთა გამმა
საკმაოდ თავშეკავებულია - ნაცრისფერი ტონალობები,
ყავისფერი, ბორდოსფერი და დენიმი. როგორც ჩანს
დიზაინერების გადაწყვეტილებით, ნამდვილი მამაკაცები
პირველ რიგში ინტელექტით უნდა გამოირჩეოდეს. |